LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე ოპოზიციაზე: „სულს ღაფავენ.. საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალაო და 800 მილიონს განხილვის დროს ინაწილებდნენ“

140
Untitled design

„მოკლეა მატყუარა ოპოზიციის ფეხები და საკუთარი თავის იმედი თავადაც აღარ აქვთ. სწორედ ამიტომ, სრულიად დამსახურებულად, სულს ღაფავენ“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

ხუნდაძე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ „ისინი ერთმანეთს აღიარებით განცხადებებში ასწრებენ“.

„კოლეგებს ვეტყვი, შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილები.. პარტნიორები გვეუბნებიან, რომ დახურული კარის მიღმა, ოპოზიციის წევრები, კანდიდატის სტატუსის გადავადებაზე საუბრობენ“ – ხათუნა სამნიძე

„შემიძლია დავადასტურო: პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს“ – დეკანოიძე

„უკვე ყველასათვის ცხადია, რომ ოპოზიციას მოკლე ფეხები აქვს და შორს ვერ წავა. ჯერ ამბობდნენ, ომში ვინ გვითრევსო და ბევრის ნათქვამს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის პირდაპირობამ აჯობა, ქართველი დედებისა და ბავშვების მსხვერპლი შეგვეშველებოდაო. ხმამაღლა ვთქვით, დასავლეთში გარკვეული ძალები ომში გვექაჩებიანო და ოპოზიციამ – ტყუილია ეს, კრემლის დაკვეთას ასრულებენო. არ დააყოვნა და თურქეთის პრეზიდენტმაც იგივე დაიჩივლა.

როგორც კი გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში მაიდანის მოწყობასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ეგეც სიცრუედ მონათლა და სუს-მა პირდაპირ ეთერში გვასმენინა რევოლუციის ტრენინგები. უფრო მეტიც, USAD -იდან მოლოტოვის მსროლელებს ფული გაუგზავნეს, რომ ზედმეტად არ გახარჯულიყვნენ და მოლოტოვის კოქტეილის სროლის სურვილი არ გაქრობოდათ.

სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რაში იხარჯება „გარედან“ შემოტანილი ფული. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს წაუკითხავად გააპროტესტებინეს და მას შემდეგ არაერთი დასავლური ქვეყანა ალაპარაკდა ამ კანონის საჭიროებაზე.

ჩვენგან ხმამაღლა ითქვა, ოპოზიციის ლიდერები კანდიდატის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებიანო და ოპოზიციამ – ტყუილია, ეს„რუსეთუმეების“ სიზმრებიაო. დღეს კი ერთმანეთს ასწრებენ აღიარებით განცხადებებში. თავის თანაგუნდელებს ამხელენ, რომ დასავლეთში ისინი კანდიდატის სტატუსს ხშირად წინ ეღობებოდნენ. ზოგი მათგანი ღიადაც ყვირის, არ გაბედოთ სტატუსის მიცემა, „ქართულ ოცნებას“ დაეწერებაო.

გახსოვთ ალბათ, თითქოს ამერიკელებისგან საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგებოდა და თავად აშშ-ს საელჩომ მკაცრად უარყო, რომ მსგავსი არასოდეს ყოფილა.

საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალაო და ქვეყნის ბიუჯეტში ნამატ 800 მილიონს განხილვის დროს წუწკად ინაწილებდნენ“, – აცხადებს ხუნდაძე.

 

 

?️უკვე ყველასათვის ცხადია, რომ ოპოზიციას მოკლე ფეხები აქვს და შორს ვერ წავა. ჯერ ამბობდნენ, ომში ვინ გვითრევსო და ბევრის…

Posted by ხალხის ძალა / People’s Power on ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2023

 

 

 

„ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ.. ოპოზიციას ბინძურ წყალში, თევზის დაჭერა სურს“ – დავით მათიკაშვილი

„ოპოზიციის წარმომადგენლებს გუშინ ჰქონდათ აღიარების დღე.. სამნიძე თავის განცხადებაში გულისხმობდა: „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“ და გვარამიას“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები