პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმიანება.
როგორც ხუხაშვილი წერს, სანამ საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფიქრობს, ქვეყანაში ისეთი ფაქტები ხდება, რომელიც რუსეთშიც აღარ ხდება:
“პატივცემულო საზოგადოება!
სანამ თქვენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფიქრობთ და ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვთ, ვიღაცა ბენზინის კონტრაბანდას “აიასნებს”, ვიღაცა “უშვებს”, ვიღაცას “სტრელკები” უჩაზე გადააქვს და ა.შ.
ევროპა კი არა, რუსეთშიც აღარ ხდება ეგეთები. იქაც აღარ მიგვიღებენ…” – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.