ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება გუშინ, 23 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.
„არ მიკვირს” – ჯო ბაიდენი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე
„ამ ომის დასრულების ერთადერთი ლოგიკური შესაძლებლობაა პუტინის დასუსტება იმდენად, რომ შიდა რუსული გაგებით დაინგრეს მისი უძლეველობის მითი, რაზედაც ფაქტობრივად დგას სისტემა.
პრიგოჟინის ე.წ. მარში მოსკოვზე, ამ მიმართულებით გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო. ბუნებრივია, ამან საკმარისად დააფრთხო კრემლი იმისთვის, რომ რადიკალურად გადაეჭრა ეს პრობლემა, მოეხდინა ძალის დემონსტრირება.
ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პოტენციურად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო გადატრიალებაში – “არ გაბედოთ განძრევა, ყველას მოგწვდებით“…
მეორეს მხრივ, ისტორიული კანონზომიერება მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც სისტემა ასეთ ქმედებებზე გადადის, ეს არის ბოლო აგონიური გაბრძოლება, რაც საბოლოო ჯამში უცილობელი „კრახით“ სრულდება..“, – წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ტვერის მახლობლად, კატასტროფის რაიონში ათივე დაღუპულის ნეშტი ნაპოვნია. ოფიციალური სიის მიხედვით, თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 3 წევრი და 7 მგზავრი, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინი.