ექსპერტი გია ხუხაშვილი დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ქართული დელეგაციის შეფასებისას გააკეთა.
გია ხუხაშვილის აზრით, არახამიას განცხადება იმაზე ბევრად მეტი პრობლემაა, ვიდრე ვიღაცას შეიძლება, ეგონოს.
„არახამია უკრაინის ხელისუფლების საკვანძო ფიგურაა. უკრაინა კი დასავლეთისთვის არის პოლიტიკის განმსაზღვრელი საკვანძო ქვეყანა.
როდესაც ის „ქართულ ოცნებაზე“ ამბობს იმას, რასაც ამბობს, ეს იმაზე ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე ვიღაცას შეიძლება ეგონოს“. – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა, რომ შთაბეჭდილება დარჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა იმისთვის, რომ ბუჩას ფონზე სურათები გადაეღო.