ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. გადაწყვეტილება ვენესუელის საკანონმდებლო ასამბლეამ მიიღო, რომელსაც ნიკოლას მადურო აკონტროლებს.
დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ ხუან გუაიდოს დაპატიმრება ელის. მის წინააღმდეგ ვენესუელაში ორი გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი უკვე ორი თვეა გრძელდება. 22 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
აქციების დაწყებიდან მალევე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა.
მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა გუადოს ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარებს. მათ შორისა არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და საქართველოც.