LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუან გუაიდოს აშშ-ის ბანკებში ვენესუელის აქტივებზე კონტროლი გადაეცა

guaido-1

აშშ-ს მთავრობამ ვენესუელას დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ამერიკულ ბანკებში ვენესუელას მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ანგარიშების ნაწილზე წვდომა მისცა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული სერტიფიკატი ვენესუელის ლეგიტიმურ ხელისუფლებას მიანიჭებს წვდომას იმ საბანკო აქტივებზე, რომლის საშუალებითაც ვენესუელელი ხალხი ნახავს სარგებელს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ნიკოლას მადუროს მთავარი ოპონენტი, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. ახლა ოფიციალური ვაშინგტონი ამავეს გაკეთებისკენ სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარონ და ანალოგიური ნაბიჯები გადადგან ვენესუელას მემკვიდრეობის შემდგომი ძარცვისგან დასაცავად მადუროს კორუმპირებული რეჟიმის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები