LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუან გუაიდო 15 წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს

69
5venezuela-guaido-m

ოპოზიციური პარლამენტის ლიდერს ხუან გუაიდოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 15 წლის განმავლობაში აეკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას ვენესუელის აუდიტის სამსახური ავრცელებს.

“გადაწყვეტილება ეხება გუაიდოს ფინანსურ მაქინაციებს და არ აქვს კავშირი პოლიტიკურ სიტუაციასთან,” – აცხადებს ნიკოლას მადუროს მიერ დანიშნული ჩინოსანი.

ხუან გუაიდო აცხადებს, რომ გენერალური აუდიტის დანიშვნა, მხოლოდ ლეგიტიმურ პარლამენტს შეუძლია. 28 მარტს, მან ასევე განაცხადა, რომ 6 აპრილიდან „ოპერაცია თავისუფლება“ დაიწყება, რომელიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადაყენებას ითვალისწინებს.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები