“ტვ პირველი” ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს იხსენებს. დიანა ტრაპაიძე, ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია და ინგა გრიგოლია უძღვებიან ეთერს – “ტვ პირველის ჯაკო”.ჯაკოს მეგობრები და ახლობლები პირდაპირ ეთერში ჯაკოს შესახებ საინტერესო ფაქტებს გაიხსენებენ.
“ეს სტუდია ბევრჯერ შეივსება მომავალში და ბევრი საინტერესო გადაცემა გავა, მაგრამ ეს სიცარიელე ყოველთვის დარჩება. ჯაკომ ამ არხზე და მლიანად ჩვენს პროფესიაშიც თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა.
დღეს ჩვენ მოგიყვებით ლევან ჩხაიძეზე, რომელსაც კარგად იცნობდით ტელეეკრანიდან და ლევან ჩხაიძეზე, რომელსაც დღეს ყველანი თავიდან გაიცნობთ და კიდევ ერთი , გეტყვით იმას რასაც ვერავინ შეამჩნევდით, ჩემი და ჯაკოს გარდა. მე როგორც ჩაცმის საკითხში დაუდევარი ადამიანი ხშირად ვპარავდი ჯაკოს ტანსაცმელს და შემდეგ ეთერში აღმოვაჩენდა ხოლმე რომ მისი პიჯაკით მიმყავდა გადაცმეები. დღესაც ასეა, დღეს უბრალოდ მივედი, ავიღე ჯაკოს პიჯაკი, ჩავიცვი და ეს ჩემთვის დიდი პატივია”- განაცხადა ვახო სანაიამ.
შეგახსნებთ, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წამყვანი, ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, 21 იანვარს გარდაიცვალა. ჟურნალისტი 27 იანვარს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.