LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირად მხოლოდ ძლიერი ადამიანები ტირიან

ფსიქოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ ტირილი ემოციებისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ტირილი ყველას შეუძლია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა უმნიშვნელო დეტალზეც კი ტირიან. კანადის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, საიდანაც გაირკვა, რომ ასეთი ადამიანები ბევრად სტრესგამძლეები არიან. აი 4 ახსნა იმისა, რას ნიშნავს ტირილი.

  1. ტირილი კარგი მეგობრობისა და ადამიანობის ნიშანია

არიან ადამიანები, რომლებიც ტირილს მარტო ამჯობინებეს. არიან ისეთებიც, რომლებსაც ურჩევნიათ უარყოფითი ემოციებისგან უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გათავისუფლდენენ. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მეორე ვარიანტი ყველაზე კარგია.

  1. ტირილი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს საკუთარი გრძნობების არ ეშინია

დადგენილია, რომ სტრესით გამოწვეულ ტკივილს სწორედ ტირილი შველის. საყვარელი ადამიანის დაკარგვით, პირადი პრობლემითა და სხვა მიზეზებით გამოწვეული სტრესი ხშირად ადამიანს აბოროტებს და არაადეკვატური ქმედებებისკენ უბიძგებს. ამ დროს ემოციისგან გათავისუფლება უდაოდ აუცილებელია.

  1. ტირილი ნიშნავს, რომ თქვენ სტრესთან ბრძოლა შეგიძლიათ

როცა თქვენ ყოველ წვრილმანზე ტირილს იწყებთ, გაქვთ უნარი გაითავისუფლოთ თავი ცუდი ფიქრებისგან. ეს ერთეულების ხვედრია, ამდენად ეს თვისება მხოლოდ თქვენს კარგ თვისებებზე მიუთითებს. ემოციების შეკავებამ შესაძლოა მომავალში უდიდესი პრობლემების პროვოცირება მოახდინოს.

  1. ტირილი ძლიერი ადამიანების თვისებაა

ასეთ ადამიანებს არ ადარდებთ სხვისი რეაქციები. ძლიერი გრძნობების მართვა შეუძლებელია, მით უმეტეს წარმოუდგენელია მათი იგნორირება. ის ვისაც ტირილის არ ეშინია, ყველაზე ძლიერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები