LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირად მესმოდა, რომ ქართულ მარკეტებში ფასები ევროპულზე მაღალია და არ მჯეროდა… ჩემი ილუზიები დაიმსხვრა – ზაალ კოკაია

723
BeFunky-collage

შვედეთის, ლუნდის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში ქართულ და ევროპულ მარკეტებში პროდუქტებზე ფასთა სხვაობაზე წერს და აღნიშნავს, რომ არ წარმოედგინა თუ სადმე შესაძლებელი იყო პროდუქტი შვედეთზე ძვირი ყოფილიყო.

“ჩემი ილუზიები წელს ზაფხულში დაიმსხვრა, როცა თბილისში პურის ფქვილის ყიდვა მომიწია” – წერს პროფესორი.

როგორც პროფესორი კოკაია წერს, თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში 2 კილოგრამი პურის ფქვილი 9 ლარზე მეტია, მაშინ როდესაც შვედური კრონით იგივე პროდუქტის ღირებულება 6 ლარამდეა.

“გამოდის რომ საქართველოში ფქვილი 60%-ით მეტი ღირს ვიდრე შვედეთში. ამასთან თანდართული ფოტოებზე ხედავთ, რომ შვედური საშუალო თვიური ხელფასი (45 100 კრონი ანუ 12 834 ლარი) 8-ჯერ მეტია საქართველოს საშუალო ხელფასზე (1 446 ლარი).” – წერს პროფესორი კოკაია.

გასაგებია, რომ საშემოსავლო შვედეთში ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ეს რეალურ სურათს არანაირად არ ცვლის… სუპერმარკეტის სხვა პროდუქტები არ შემიდარებია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ხელფასებში განსხვავების გათვალისწინებით, მსგავსი სურათი იქნება..” – წერს ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები