LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: ბუჩაში პაპუაშვილი არ წავიდოდა, ცხადია — ჩვენ, ოპოზიცია უნდა წავიდეთ

183
Elene_Khoshtaria_2

“დროას” ლიდერის განცხადებით, ცხადი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბუჩაში არ წავიდოდა.

როგორც ელენე ხოშტარია წერს, კიევში წასვლას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე გეგმავდა და ამის სურვილი სხვებსაც აქვთ.

“ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა ცხადია. არ გულშემატკივრობს, არ აწუხებს, რატომ წავა. ჩვენ ოპოზიცია უნდა წავიდეთ. ხატია დეკანოიძე ისედაც გეგმავდა კიევში წასვლას და სხვებსაც აქვს ეს სურვილი.

ყველა ჯერზე ჩვენ ალტერნატივა უნდა შევქმნათ. და ისედაც როგორ შეიძლება გული არ გისკდებოდეს და ამ თემაზე მხარდაჭერის გამოხატვა არ გინდოდეს”, — წერს ელენე ხოშტარია.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილის განცხადებით, რიგი “საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები