LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორც-პროდუქტების ქარხანა „ვაკეს“ 8 900 კვ. მ. ფართი გადაეცემა

442

ხორც-პროდუქტების ქარხანა „ვაკეს“ თბილისში 8 900 კვ.მ. ფართი გადაეცემა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სხდომაზე კიდევ რამდენიმე მსგავსი პროექტი დამტკიცდა.

„ვაკეს“ 8 900 კვადრატული მეტრი კურსანტების ქუჩა 7-ში მდებაროებს. ქონება შეფასებულია 625 000 ლარად. კომპანია „აწარმოე საქართველოს“ ფარგელებში 3 755 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებას აიღებს.

აღებული ვალდებულებების თანახმად, ”ვაკე” ძეხვისა და სხვა ხორც-პროდუქტების სულ მცირე 1 450 ტონას აწარმოებს.

”თავდაპირველად ქარხანაში 170 ადამიანი დაიწყებს მუშაობას, ხოლო საბოლოოდ, აღნიშნულ კომპანიაში 190 ადამიანი დასაქმდება. ამ კომპანიას ძალიან ბევრი იცნობს, როგორც „ვაკის“ სოსისების საწარმოდ. ის დაიტბორა 13 ივნისის წყალდიდობისას და შესაბამისად, სწორედ ახლა ხდება რელოკაცია და ახალი ქონების გადაცემა. პრაქტიკულად ნულიდან შენდება ეს წარმოება” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები