ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატზე განხორციელებული ზეწოლის შესაძლო ფაქტზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.
შემთხვევა ორი დღის წინ პროცესზე მოხდა, ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა პროკურორის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შესახებ განაცხადა.
„პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია სამსახურეობრივი შემოწმება. ეს შემოწმება ახალი დაწყებულია, ჩატარდება ყველა მოქმედება იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პროკურორების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. სამსახურეობრივი შემოწმების შესახებ ინფორმაციზე განცხადებას მოგვიანებით გავავრცელებთ.
რაც შეეხება ნიკოლეიშვილის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას, ის წინააღმდეგობაში არის სხვა მტკიცებულებებთან, რომელიც საქმეშია და გამოძიების მიერ არის დადგენილი. დაველოდებით სასამართლო პროცესის დასრულებას, ვნახოთ რა შეფასებას მისცემს სასამართლო,” – აცხადებს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი.