„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, უღრმესი სამძიმარი გამოვხატო ლევან დადუნაშვილის და დათო სარალიძის ოჯახების მიმართ,“ – ამის შესახებ მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე კომისიის წევრები დღეს შსს-ს წარმომადგენელს, კახა სირაძეს და საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.