LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა იმართება

1543660903-saralidzis-akcia-1024x768

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ.

მსვლელობა სოციალური ქსელით დაიგეგმა. მასში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილი და ის პირები მონაწილეობენ, რომლებიც სოციალური ქსელით დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ხორავას ქუჩაზე მივლენ, სადაც ერთი წლის წინ მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც არასრულწლოვნები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები