LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებში ბრალდებული არასრულწლოვნების პირობები დამაკმაყოფილებელია

79

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებში ბრალდებული არასრულწლოვნების პირობები და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა განუცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, დაკავებულებს განსაკუთრებული საჩივრები ან პრეტენზიები მოპყრობასთან დაკავშირებით არ აქვთ. არასწრულწლოვნებთან ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ.

“მდგომარეობა და პირობები არის დამაკმაყოფილებელი, მათ განსაკუთრებული საჩივრები ან პრეტენზიები მოპყრობასთან დაკავშირებით არ აქვთ. მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. გვაქვს კონტაქტი დაკავებულთა ადვოკატებთან და მოგვიანებით გვექნება წარმოდგენა საპროცესო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი წარმომადგენლების შეფასებით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აღნიშნა ლომჯარიამ. 

მისივე თქმით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათ შორის მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების, მნიშვნელოვანია.