ხონში, კიჩხის კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.
როგორც ცნობილია, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
უბედური შემთხვევა ხონში – კინჩხას კანიონზე 1 ადამიანი დაიღუპა
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო დამთვალიერებლებს მანქანიდან გადმოსვლა და გზის ფეხით გაგრძელება მოუწიათ, ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცურდა და გადავარდა.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.