ხობში მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ქალი მრავლობითი მოტეხილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.