LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

148
ავარია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში მძიმე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.

როგორც ცნობილია, დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები