LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

45
პოლიცია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მდინარე ჭანისწყალში ადგილობრივებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მერის წარმომადგენლის რინელ ადამიას ინფორმაციით, ცხედარი მდინარემ გამორიყა.

„ადგილი მიუვალია. ცხედარი მას შემდეგ გამოჩნდა რაც წყლის დონის კლება დაიწყო. სავარაუდოდ, მამაკაცი ადგილობრივი არ არის“, – აღნიშნა რინელ ადამიამ.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები