ეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყორათზე აშენებული ახალი ხიდი დაათვალიერა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.
არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს.
პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია.
ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის შედეგად, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 677 000 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში 22 ადამიანი დასაქმდა.