LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოაკინ ფენიქსმა „ჯოკერის“ პრემიერაზე ფანებს სიურპრიზი მოუწყო (ფოტო/ვიდეო)

96
joaquin

ხოაკინ ფენიქსი ლოს-ანჟელესში „ჯოკერის“ ჩვენებაზე მოულოდნელად მივიდა და თაყვანისმცემლები გააოცა. მსახიობმა ფილმის შესახებ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა და ფანებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

შეგახსენებთ, ახლადგამოსულმა ფილმმა გამოსვლიდან პირველივე  უქმეებზე რეკორდი დაამყარა. რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ გადაღებულმა ფილმმა 140,5 მილიონი დოლარი მიიღო და ოქტომბერში გამოსულ ფილმებს შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

„ჯოკერის“ თბილისური პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ 2 ოქტომბერს შედგა, მას უამრავი ქართველი მსახიობი დაესწრო.

საზოგადოების შეფასებები იდენტურია, მათი თქმით, ხოაკინ ფენიქსი არც ერთ ჯოკერს არ ჰგავს. სავარაუდოდ სწორდე ის იქნება „ოსკარის“ ერთ-ერთი პრეტენდენტი მამაკაცის როლის შესრულებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები