Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ხმით ვტიროდი და მაყურებელს ბოდიშიც მოვუხადე ჩემი ემოციებისთვის“ – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი ყველაზე ემოციურ პირდაპირ ჩართვას იხსენებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხმით ვტიროდი და მაყურებელს ბოდიშიც მოვუხადე ჩემი ემოციებისთვის“ – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი ყველაზე ემოციურ პირდაპირ ჩართვას იხსენებს

874
BeFunky-collage (1)

ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობისას პროფესიულ ნაწილში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა, კონკრეტულად, ის დღეები გაიხსენა, როდესაც საინფორმაციო გამოშვებებში ჩართვისას ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.

„ემოციები ვერ გავაკონტროლე ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს, რაც ვფიქრობ, მაყურებლისთვისაც გასაგები იყო. გამოსვენების დღეს, ლექსოს სახლთან ვიდექით, მითხრეს – პირდაპირ ეთერში ხარ და ზუსტად, ამ მომენტში გამოასვენეს ლექსო.. ის არ იყო მხოლოდ კოლეგა, წლების განმავლობაში ჩვენი, ყველას მეგობარი იყო..

რამდენიმე წუთი ხმით ვტიროდი და მაყურებელს ბოდიშიც მოვუხადე მაშინვე, ჩემი ემოციებისთვის.. სიუჟეტს ვერ ვუყურე.

 

ცრემლები პირდაპირ ეთერში | ქეთას ემოციური ჩართვები საინფორმაციო გამოშვებებში

? ცრემლები პირდაპირ ეთერში | ქეთას ემოციური ჩართვები საინფორმაციო გამოშვებებში

Posted by მხოლოდ ლელასთან on ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2023

 

ეთერში კომენტარების გასვლისას, დაახლოებით, ოთხი წუთი ვტიროდი, რათა ეთერში გასვლის დროს, ხმა დაწყნარებული მქონოდა“, – აღნიშნა ქეთა ციცქიშვილმა.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავაზე თბილისში, ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

ამ თემაზე იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები