თბილისის მერის არჩევნებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დედაქალაქის ყველა საარჩევნო უბანი დათვალა.
ცესკოს მონაცემებით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
თბილისში ხმების უმრავლესობა – 45.04% “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოიპოვა, 33.96% აქვს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ნიკა მელიას, ხოლო პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატ გიორგი გახარიას 9.36%.
რაც შეეხება ხმების პროცენტულ გადანაწილებას მერობის სხვა კანდიდატებზე:
- ანა დოლიძე – 4.59%;
- ანა ბიბილაშვილი – 2.53%;
- გიორგი ლომია – 1.47%;
- მიხეილ ქუმსიშვილი – 0.81%;
- რიჩარდ ოგბუნუჯუ – 0.61%;
- თამარ კეკენაძე – 0.61%.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. საზოგადოება არჩევნებში 64 ქალაქის მერსა და ამდენივე საკრებულოს 2 068 წევრს ირჩევდა.