LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური შსს-სთან – დაკავებულია სამი აქტივისტი

92
1

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.

“ფორტუნას” ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი.

არსებული ინფორმაციით, ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ვანო მაღალაშვილის დაკავების მიზეზის გასარკვევად უწყებასთან მივიდნენ.

“ფორტუნა” დაკავებულების რაოდენობის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ვანო მაღალაშვილი პარლამენტის შესასვლელიდან გაიტაცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მაღალაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რომლებიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები