LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური პროკურატურასთან – “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა კარავი გაშალეს

88

მთავარ პროკურატურასთან “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები პროკურატურისგან რეაგირებას, გამოძიების დროულად დასრულებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

მათივე თქმით, პასუხისმგებლობა არამხოლოდ “ბავშვთა სამყაროს” ყოფილ დირეტორს, არამედ სააქციო საზოგადოება ,,ბავშვთა სამყაროსაც” უნდა დაეკისროს.

დაზარალებულების ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის, თქმით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან. აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან კარავი გაშალეს.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. “ბავშვთა სამყაროს” დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავეს. სასამართლომ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები