ხმაური იყო ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა წითლიძე სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დაუპირისპირდა.
ოპოზიციას ადმინისტრაციის შენობაში ღომის ქერქის შეტანა სურდა. აქციის მონაწილეებს პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.