LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში: „არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!“

264
პარლმ მზა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისევ ხმაურია.

ოპოზიცია ირაკლი ბერაიას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მათთვის სასურველი საკითხის განხილვას  პლენარულ სხდომას ვერ დაუთმობს.

„გასაგებია რაზედაც გსურთ საუბარი, მაგრამ ამას ვერ დავუთმობთ სხდომას.. ქალბატონო ანა [წითლიძე] მიკროფონის გარეშე საუბრობთ, მე გავიმეორო თქვენი სიტყვები?“- თქვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბერაია არ გადადგება.

ელისაშვილი ბერაიას: „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები პირიდან როგორ ამოგივიდა.. ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები, ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო“

თეონა აქუბარდია: „თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!“

„ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ახლა თქვენ მართლა ზედმეტები არ მოგივიდეთ ყველას! შეირგეთ ის ბოდიშიც, რომელიც იყო გულწრფელი.. წესიერად მოიქეცით“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას