LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური და დაპირისპირება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე – რას ითხოვენ ჟურნალისტები

179
BeFunky-collage

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. აჭარის ტელევიზიაში ახლად შექმნილ ალტერნატიული პროფკავშირების წევრებს, დღის წესრიგის დამტკიცებამდე სიტყვით გამოსვლა სურდათ,  თუმცა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ამის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

“თუ მუშაობაში ხელისშეშლა იქნება, იძულებული ვიქნები მივიღო სხვა ზომები. ეს უკანონო ქმედებაა და წესრიგისკენ მოგიწოდებთ” – განაცხადა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა.

სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ, პოლიტიკური პარტიის წევრები, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ამბობენ,  რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლება არის ჩარეული. ასევე, არხის თანამშრომლების ნაწილს მიაჩნია, რომ ახლად არჩეული დირექტორი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

მაუწყებლის დირექტორმა პროცესები ძალადობად შეაფასა. გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ ”მოსალოდნელ საფრთხეებზე” საუბრით დაიღალა.

”ეს არის პირდაპირი მობინგი, რომელიც ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ისჯება. საქმე გვაქვს ობსტრუქციასთან, მეტი არაფერი. ყველამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს” – განუცხადა ჟურნალისტებს მაუწყებლის დირექტორმა.

ხმაურიანმა სხდომამ აქციების ფონზე ჩაიარა. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს, კონტრაქციის  მონაწილეებმა  კი, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსად, ტელევიზიას კრიტიკული ტონი დაუწუნეს და განაცხადეს, რომ ქვეყანაში “კარგი რაც ხდება” ისიც უნდა გაშუქდეს.

შეგახსენებთ რომ აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერი აქცია როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში, უკვე რამდენიმე დღეა იმართება. მას შემდეგ რაც მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა, ტელევიზიის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ. მათი განცხადებით, კოხრეიძე არასასურველ ადამიანებს დევნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. ამასთან, ახლად არჩეული დირექტორი საშტატო განრიგში ცვლილებებს გეგმავს.

ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ, ზვიად ქორიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვა

მიმდინარე პროცესები ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირსპირდება – აჭარის ტელევიზია

ეს ცვლილებები კი ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე დირექტორების მოადგილეებს ეხებათ. კერძოდ, თუკი მრჩეველთა საბჭო კოხრეიძის წინადადებას მოიწონებს, აჭარის ტელევიზიაში დირექტორების მოადგილის შტატი გაუქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები