LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას: კარლ ჰარცელი

104
5-evrokavsh-warmomadgenl (2)

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს  დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება.

ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს.

საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები