LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხინკალი CNN-ის მსოფლიოს საუკეთესო დამფლინგების რეიტინგში მოხვდა

127
ხინკალი

CNN Travel-მა მსოფლიოს 35 ყველაზე გემრიელ დამფლინგს შორის ხინკალიც დაასახელა.

ცნობილი მედიასაშუალება დამფლინგის (შიგთავსიანი ცომი, რომელიც ან შემწვარი ან მოხარშული მიირთმევა) შესახებ სტატიაში აღნიშნავს, რომ ამ კერძის პოპულარობას განაპირობებს ერთდროულად კომპლექსურობა და სიმარტივე, ლოკალურობა და გლობალურობა, სიიაფე და გამორჩეული გემო.

სტატიაში ხინკლის შესახებ ვკითხულობთ, რომ ის საქონლისა და ღორის ხორცით მზადდება და ცომი პირს დანაოჭებით იკრავს. აღნიშნული კერძი მოხარშვისთანავე, ცხლად და მსხვილად დაფქული შავი პილპილით მიირთმევა.

სიაში ასევე მოხვდა: ჩინური შაოლონბაო, იტალიური რავიოლი, თურქული მანტი, აზერბაიჯანული დუშბარა, რუსული პელმენი, არგენტინული ემპანადა და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები