LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი: როცა ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გაგვიხსნა

208
BeFunky-collage (3)

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნით მიმართ ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს.

“სასაწაულის მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ყველაფრის ფონზე, რასაც ვუყურებთ შინ და გარეთ – ქვეყანაში რა განცხადებებიც კეთდება და რა დამოკიდებულებას აჩვენებს ხელისუფლება, მეორე მხრივ კი არის პასუხები, რასაც ვიღებთ სხვადასხვა ევროპელი ლიდერებისგან. დღევანდელი დასკვნის მიმართ არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, იმიტომ, რომ ეს დასკვნა პროცედურულია და რეალურად მიმდინარე მოვლენებზე უნდა გაკეთდეს შეფასება.

საქართველოში, სამწუხაროდ, არაფერი ხდება ისეთი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით იმ კრიტიკის პასუხად, რომელიც უკვე რამდენი ხანია ისმის ევროპული სტრუქტურებიდან, რაც დაგვაიმედებდა, რომ დღეს კომისიას ოპტიმისტური დასკვნა ექნება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების ჯერი დადგება 24 ივნისს, ევროპის პოლიტიკური ლიდერები საქართველოს არ ჩატოვებენ რუსეთის უკანა ეზოში.

მათი გონიერების იმედი მაქვს, რადგან გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ჩვენს ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გუშინ ქარხანა გაგვიხსნა. ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ანა ანდღულაძე: „ევროკომისიის მოსაზრებას ძალიან დიდი დატვირთვა ექნება – აუცილებელია ფრთხილად იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებაში ევროსკეპტიკური მიდგომები არ გაღვივდეს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები