ხის ავეჯი, ძველი ხევსურული ნივთები, ნატურალური საკვები და უძველესი ტექნოლოგიით დამზადებული ლუდი – საოჯახო სასტუმრო „კორშა“ ხევსურეთში, თბილისიდან 100 კმ-ში მდებარეობს.
შოთა არაბული ჰყვება, რომ თავიდან სახლი ოჯახისთვის ააშენა, მაგრამ ტურისტების ინტერესმა და აქტიურობამ გადააწყვეტინა, რომ სახლისთვის საოჯახო სასტუმროს სახე მიეცა.
ახლა ამ ყველაფერს ოთხი ორკაციანი, თემატური ნომერი დაემატა.
სათიბიდან წარმატებულ ბიზნესამდე: ამბროლაურის ტყეში ჩაფლული ეგზოტიკური სასტუმროს ისტორია [ფოტოები]
შოთა მხატვარია და „გესთ ჰაუსში“ ძირითადად, მისი ნამუშევრებია. დიზაინიც და პროექტიც მისი გემოვნებით გაკეთდა. მთავარ დარბაზს რაც შეეხება, ის ძველი ხევსურული ნივთებით ისე გააფორმა, რომ ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაემსგავსა.
ადგილობრივი მხატვარი ხისგან ცხოველების ფიგურებსაც ამზადებს. ის ამბობს, რომ ტურისტებს ყველაზე მეტად გარემო მოსწონთ, გვერდით კი სახელოსნოა, რომელსაც ასევე დიდი ინტერესით ათვალიერებენ ხოლმე.
კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, უჩვეულო მცენარეები და სხვა ბევრი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.
5 პოპულარული, 2 ნაკლებად - ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ
რაც შეეხება კვებას, სასტუმროს მფლობელი ყვება, რომ მას ძროხები და ფუტკარი ჰყავს, ასევე აქვს საკუთარი ბოსტანი და სტუმრებს მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს სთავაზობს.
„გესთ ჰაუსის“ მთავარი უპირატესობა, ადგილზე დამზადებული ლუდია, რომელიც ძველი ხევსურული ტექნოლოგიით იხარშება.
სასტუმროში 8 ოთახია, სველი წერტილები პირველ და მეორე სართულზეა. როგორც „ფორტუნას“ „გესთ ჰაუსში“ უთხრეს, ერთი ღამის ღირებულება კვების გარეშე 20 ლარია, ორჯერადი კვებით კი მინიმუმ 50 ლარი. მენეჯმენტის ცნობით, ეს მენიუზეა დამოკიდებული.
ეზოში ტრადიციული ხელსაქმის სახელოსნო „არაბული არტჰაუსია“, სადაც ხელსაქმის შესწავლაც შეგიძლიათ.