უკრაინის ხელისუფლება ხერსონის მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, არ აჰყვეს პროვოკაციებს.
უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის სატელევიზიო ანძა დაიკავეს, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები ადგილობრივ ტელეარხებზე რუსულად, დამახინჯებულად და არასწორი ინტერპრეტაციით ითარგმნება.
“ხერსონში დაიწყო პროპაგანდისტული ვიდეოების გაშვება რუსული გახმოვანებით. იყავით ფხიზლად და არ დაემორჩილოთ პროპაგანდას”, – აღნიშნულია მოწოდებებში.
სახელმწიფო არხებმა ინფორმაციის რუსული თარგმანით ტრანსლირება დაიწყეს. უკრაინის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვს, არ დაემორჩილონ მსგავს პროვოკაციებს”, – აღნიშნულია “ტელეგრამის” არხებზე გავრცელებულ ინფორმაციებში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: