LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერსონის ბარბაროსული დაბომბვა შურისძიებაა მისი მაცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა: ოლექსი რეზნიკოვი

134
Untitled design (3)

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს, რომ „რუსი ტერორისტების მიერ ხერსონის ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ მორიგი სამხედრო დანაშაულია, არამედ შურისძიებაა მისი მცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა“.

„უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები, თუ მას ექნება კონტრაბატარეული ბრძოლის მეტი საშუალება, მეტი არტილერია და მეტი შორი მოქმედების საბრძოლო მასალა. ამრიგად, რუსი მკვლელები დაისჯებიან და განდევნიან უკრაინიდან“, – წერს რეზნიკოვი.

 

 

ცნობისათვის, რუსი ოკუპანტების თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა 18 ადამიანი. დაშავებულებს შორისაა 6 წლის ბავშვიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები