LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერხეულიძე „ოცნების“ დეპუტატს: „ბერაია, ხმა ჩაიწყვიტე, შე, რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, შე, რეგვენო, შენ!“

487
Untitled design (1)

პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ეკა ხერხეულიძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი დაჩი ბერაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შოვის სტიქიაზე საუბრის დროს, ტრიბუნასთან მყოფ ეკა ხერხეულიძეს ბერაიამ რეპლიკით მიმართა:

„კოლეგებო, რომლებიც უმრავლესობაში ბრძანდებით, ეს არის მონაცვლეობითი ამბავი. ოდესღაც ჩვენ ვისხედით მაგ მხარეს და აქეთ იყო ოპოზიცია. თქვენც აუცილებლად შეიცვლებით. ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე, შე, რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, შე, რეგვენო, შენ! ყოველთვის იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მონაცვლეობითი დამოკიდებულება.

ეს არ არის კაცის საქციელი, როცა ერთ ადამიანს ნახავთ, შეესევით, ხან უკნიდან ჩაარტყამთ და გგონიათ, რომ ბოსს ასიამოვნებთ. ეს არ არის არც კაცური, არც ადამიანური და, მით უმეტეს, არც დეპუტატს შეეფერება. ყველანი ოდესმე მოხვდებით უმცირესობაში და მაშინ იქნებით იმ ხალხის დასაცავი, ვინც დღეს არის უმცირესობაში“, – მიმართა ეკა ხერხეულიძემ უმრავლესობის წევრებს.

ცნობისათვის, შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება. გომელაური, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. გომელაურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მას დეპუტატები კითხვებით მიმართავენ.

ამავე თემაზე:

ხაბეიშვილი უმრავლესობას: „თქვენი ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო შოვში, ასე მგზნებარედ დაიცავდით გომელაურს?“

„გაილახება“ – გიორგი ვაშაძის მიერ ვახტანგ გომელაურის მისამართით ნათქვამ რეპლიკებს „ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა

შს მინისტრი: „შოვში ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას“

გომელაური შოვის სტიქიაზე: „ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა – შეუძლებელი“

გომელაური: შოვში, სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად დაზიანებული იყო, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები