LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში ცემენტის სამშენებლო ბლოკის წარმოებას დაიწყებენ

408

 დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება.  „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  „შპს „თ.ე.მ.ი ქაფბლოკს“  სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში 4189.00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შპს „თ.ე.მ.ი ქაფბლოკი“ უზრუნველყოფს არანაკლებ 1 525 000 ცალი ცემენტის სამშენებლო ბლოკის წარმოებას, რისთვისაც  1 039 344 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.  საწარმოში სულ მცირე  15 ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები