LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

43

უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები რამდენიმე სოფელში განვითარდა.

სოფელ სამებაში მეწყერის ჩამოწოლის გამო, შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. გზაზე მოძრაობა 1 საათში აღდგა. მეწყერი ჩამოწვა სოფელ ზედა ჯოჭოშიც, უახლოეს მომავალში ტერიტორია გაიწმინდება ტექნიკით. ასევე, სოფელ წინსვლაში და ბაშკო–ეკალაურიშიც ჩამოიშალა მიწის მასა. მეწყერი განვითარდა ორთაბათმში,  ერთ-ერთ სახლზე შეინიშნებოდა ბზარებიც. უსაფრთხოების მიზნით ოჯახი ალტერნატიულ ფართშია გაყვანილი. სახლში არსებულ ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მუნიციპალიტეტის გამგეობა ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, რომელზეც მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებას შეძლებს: 25 93 17; 599 85 15 75; 591 983261; 577 472647;

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები