ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ დროისთვის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჩიქუნეთსა და ზედა ქოქოლეთში, სადაც მეწყერმა გზა ჩაკეტა. გეოლოგები ექვს ლოკაციაზე მუშაობენ , გახდება თუ არა რომელიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა საჭირო, გეოლოგიური დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი.
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო გადაადგილება გართულებულია მაღალი ზონის სოფლებში, გოდერძის უღელტეხილსა და მის მიმდებარედ თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს.