LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელში მეჭირა ჩვილი ბავშვი და მიმტკიცებდნენ, რომ სუნი მეჩვენებოდა” – FB-ზე ყაზტრანსგაზს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ

gas_leak-720x483

“ფეისბუქზე” მომხმარებლების ნაწილი, კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისს” აკრიტიკებს და წერენ, რომ მათი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ თავზე გამოუცდიათ.

ერთერთი მომხმარებლის, ნინი მეტრეველის თქმით, გაზის სუნის გამო, მისმა მეგობარმა ოფისში, რამდენიმე კვირის წინ,  კომპანიის სპეციალისტები გამოიძახა, თუმცა მათ თავდაპირველად დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. ნინი მეტეველი ამბობს რომ, რომ არა მისი მეგობარი სალომე, გაზის გაჟონვის ადგილს კომპანიის წარმომადგენლები ვერ იპოვნიდნენ და მათ შემთხვევაშიც ბუნებრივი აირის გაჟონვას ფატალური შედეგი ექნებოდა.

“რამდენიმე კვირის წინ, სალომემ გაზის სუნი იგრძნო ოფისში. სპეციალისტები გამოიძახა და ყველას სიგარეტის მოწევა აუკრძალა. “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებმა, ყველაფერი წესრიგშიაო და წასასვლელად მოემზადნენ. სალომემ ჩამოიმხო თავზე მთელი კორპუსი, სანამ გაზის სუნის მიზეზი არ აპოვნინა. თურმე, მილების გადაბმა ყოფილა დაზიანებული და გაზი ჟონავდა. “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებთან ჩხუბის პარალელურად, სალომე მეზობლებსაც ებრძოდა. აი, ისეთებს, ფანჯრებიდან და აივნებიდან რომ გადმოუდგნენ ჩხუბით, გაზი რა უფლებით გაათიშინეო.

სალომე რომ არა, ალბათ, ის კორპუსი აღარ იქნებოდა. არც იქ მცხოვრები და მომუშავე ადამიანები იქნებოდნენ.

რატომ არ იყო დღეს ერთი სალომე დიდ დიღომში. ერთი ეყოფოდა,” – წერს ნინი მეტრეველი.

 

რამდენიმე წლის წინ მომხდარ მსგავს ისტორიას იხსენებს თეა ქუთათელაძეც. როგორც ის წერს, კომპანიის წარმომადგენლები მას უმტკიცებდნენ, რომ სადარბაზოში გაზის სუნი ეჩვენებოდა. თხოვნის და დამატებითი შემოწმებების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გაზი ცენტრალური მილიდან ჟონავდა.

როგორც ის წერს, ორი წლის განმავლობაში, პრობლემა ჰქონდა საკუთარ სახლშიც, რაც მხოლოდ რამდენიმე გამოძახების შემდეგ გადაიჭრა.

“პრაქტიკული მაგალითებით რომ ვისაუბროთ “ყაზტრანსგაზის” უპასუხისმგებლო ქმედებებზე!!!

  1. რამოდენიმე წლის წინ სადარბაზოში გაზის სუნი ვიგრძენი და დავრეკე. ვცხოვრობ მე-8 სართულზე, მოვიდნენ, ხელში მიჭირავს ჩვილი ბავშვი და მიმტკიცებდნენ, რომ მეჩვენებოდა. ზედა და ქვედა სართულებიც მოვიარეთ და არსად არ არის სუნიო. მოკლედ, ბევრი თხოვნის შემდეგ, ჩავიდნენ ფეხით მე-8 დან პირველამდე. 20 წუთის მერე მირეკავენ, მართალი ყოფილხართ ქალბატონი, ცენტრალურ მილს გასდის და გავაკეთებთო. პირველი სართულიდან ამოსული გაზი მერვეზე თუ შევიგძენი, ამათ რა რეცეპტორები აქვთ ნეტა ვიცოდე და მაგათი ყნოსვის რეცეპტორების იმედად უნდა ვიყოთ?!!!
  2. 2 წელია ვიძახებ, სამზარეულოში შიგადაშიგ გაზის სუნს ვგრძნობ ერთ-ერთ მილთან მეთქი. მოვლენ, ააქაფებენ, წაუსვამენ, მიმიყვანენ და ვუყურებ დასჯილი ბავშვივით და მიხსნიან რომ მეჩვენება, თან ეღიმებათ ცინიკურად, ესო ფსიქოლოგიური მომენტია ქალბატონო, გეჩვენებათო. ახლახანს უკვე სტუმარმაც კი მითხრა აქ სუნი არისო, მოკლედ კიდევ გამოვიძახე, ისე დაცინვა და უკვე გადავირიე, რაც გინდათ ის ქენით, როგორ შეიძლება ყველას გვეჩვენებოდეს მეთქი და გამოიძახეს ვიღაცა რაღაცა აპარატით და უი, მართლა ყოფილაო!!!??? ანუ ძველი მილის გადაბმის ადგილას. ისევ შეადუღეს, ისევ იგივე პრობლემა თვეების მერე. მოკლედ, მერამდენე ბრძოლის მერე ახალი, იგივე დიამეტრის მილი მოიტანეს 0,5 მეტრი და შეადუღეს!!! იმის მერე აღარ მიგრძვნია სუნი, მაგრამ სულ ღია მაქვს იმ ოთახში ფანჯარა, ისე არ ვიძინებთ და მარტო გათბობის ფულს ვწვავ რამდენად მეტს, ტყუილად არ მკითხოთ!!! აქ არ არის მარტო ამ კომპანიის პრობლემა, ეს ვართ ჩვენ, უპასუხისმგებლო ხალხი!!!???

პ.ს. და ბოლოს იცით რატომ დაფაცურდნენ, ტელეფონით ელაპარაკებოდა, ფბ პოსტიც კი ეწერა ბიჭოო??? ეხლა ვერ ვნიშნავ მაგათ!!!” – წერს თეა ქუთათელაძე.