LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელოვნური სუნთქვის“ მეორე სეზონი დღეს იწყება! (ვიდეო)

165

სერიალი, რომელმაც ქართველი მაყურებლის გული პირველივე სეზონიდან დაიპყრო, დღეს, საღამოს ათ საათზე, ეთერს დაუბრუნდება. მცირე პაუზის შემდეგ მაყურებლის საყვარელი გმირები საინტერესო თავგადასავლებში ეხვევიან. ამას სერიალის მეორე სეზონის პირველი სერიის ანონსიც ადასტურებს, რომელმაც სოცქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

როგორი მოლოდინი აქვს მაყურებელს? რამდენიმე საინტერესო კომენტარს გთავაზობთ:

„ამ ფილმით თუ გაერთობი რამდენიმე წუთით ადამიანი, თორემ ინდურმა, თურქულმა და სხვა სერიალებმა წალეკა ეს ქართული არხები“.

„ძალიან სერიოზული, საინტერესო და რაც მთავარია, ჯერჯერობით ზრდილობიანი სერიალია, ძალიან გთხოვთ, ეს სერიალი არ დაამსგავსოთ „ჩემი ცოლის დაქალებს“. თავიდან კი ისიც საინტერესო იყო, მაგრამ მერე უკვე „ტყან -ტყუნი“ ისმის მეტი აღარაფერი და ოჯახის ყველა წევრმა შევწყვიტეთ მომაბეზრებელი და არასერიოზული სცენარების ყურება… ეს სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“ კი ძალიან საინტერესოა…“

„ერთი რეიკმა ააფეთქა „ფეისბუქი“ და ახლა თქვენი ჯერია…“

„სერიალი, რომელშიც დროულად ხდება ყველაფერი და გაწელილი არ არის…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები