LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ხე, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ფილტრავს – ინოვაციური ტექნოლოგია ლონდონის ქუჩებში

1227
City-Trees

კლიმატის ცვლილებებსა და ჰაერის დაბინძურებას ლონდონი ტექნოლოგიების მეშვეობით ებრძვის. საქმე იმაშია, რომ ჰაერის დაბინძურებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ლონდონის ქუჩებში ინოვაციურ ტექნოლოგიას ტესტავენ.

ცოტა ხნის წინ, ლეიტსტონში დამონტაჟდა ჰაერის გამწმენდი ფუნქციით აღჭურვილი ხელოვნური ხე, რომელიც ქალაქის დაბინძურებულ ჰაერს წმენდს.

city tree-ს, ანუ „ქალაქის ხეს“, რომელსაც რეალურად არ აქვს ხის ფორმა, მაგრამ ფუნქციურად ჰაერს ფილტრავს, დაახლოებით 4 მეტრი სიმაღლისაა, ორივე მხრიდან დაფარულია მცენარეული საფარველით.

„ქალაქის ხე”შეიძლება ითქვას, რომ 275-ზე მეტი ზრდასრული ხის სამუშაოს ასრულებს და წლის განმავლობაში 240 ათას კილოგრამ CO2-ს შეიწოვს, ასევე, მტვრის ნაწილაკებს, აზოტის დიოქსიდს და ოზონის აირებს.

როგორც ფოტოზე ჩანს, ხელოვნურ ხეს, ორივე მხარეს მოგრძო ფორმის სკამები აქვს, შესაბამისად, ის მოქალაქეებისთვის ერთგვარ მოსასვენებელ ადგილსაც კი წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები