LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ფუძემდებელი მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდა

154
ხელოვნური-ინტელექტი

უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ადამიანზე ჭკვიანი გახდეს და ეს შესაძლოა ძალიან საშიში იყოს, განაცხადა ხელოვნური ინტელექტის ნათლიად შერაცხილმა ჯეფრი ჰინტონმა. Washington Post –ის ინფორმაციით, 75 წლის ბრიტანელ-კანადელი მეცნიერი Google-დან წამოვიდა და ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობას ძალიან ნანობს.

საქმე ისაა, რომ არსებული ჩათბოტები სულ უფრო და უფრო მეტ სიმძლავრეს იკრებს. ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის ტვინთან შედარებით ბევრად მეტი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია. ტექნოლოგია ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ვითარდება და დიდია იმის რისკი, რომ ის ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენონ.

ჯეფრიმ Google-ში მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო და მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ხელოვნური ინტელექტი ასე სწრაფად განვითარდებოდა. რისკების ზრდასთან ერთად მეცნიერმა თავის საქმიანობაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ჰინტონთან დაკავშირებით Google-ში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები