LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნების პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკურსი 10 მაისამდე გრძელდება

199
giraffefestival

2019 წლის ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკურსი 10 მაისამდე გრძელდება.

პრემია „ჟირაფი“ დაფუძნდა ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯის” ხელმძღვანელის, ბ-ნი გიორგი ჯავრიშვილის მიერ და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი დაჯილდოება გაიმართა 2015 წლის 11 ივნისს.

2018 წლის 1 დეკემბრიდან გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი 2019 წლის დაჯილდოებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს და მაგისტრებს. კონკურსანტის მაქსიმალური ასაკი – 35 წელი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 2019 წლის 10 მაისამდე  გააგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა, საკონკურსო ნამუშევარი და პორტფოლიო PDF ფორმატით, შემდეგ მისამართზე: giraffe@oftalmij.com

ნომინაციები:

  1. საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი;
  2. საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი;
  3. საუკეთესო  ქანდაკება;
  4. პრემია -სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ფეისბუქის გვერდს – The Visual Arts Award Giraffe • ვიზუალური ხელოვნების პრემია “ჟირაფი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები