თბილისში, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, შემთხვევა გაზქურის ონკანებთან უყურადღებო მოპყრობას უკავშირდება.
კომპანიის ცნობით, კორპუსში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხელოსნებმა გაზქურის ონკანები ჩართული დატოვეს.
“კიდევ ერთი გადარჩენილი კორპუსი 114-ის ბიჭების მიერ. ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხელოსნებმა გაზქურის ონკანები დატოვეს ჩართული, საიდანაც გაზი ჟონავდა.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.