LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების ოთხ წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ – ბესელიამ პროკურატურას გვარები დაუსახელა

162
20190209213958

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა.

ის უწყებაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე დაიბარეს.

როგორც დეპუტატი აცხადებს, პროკურატურას მან ის პირები დაუსახელა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟში ფიგურირებენ.

ბესელიას თქმით, ის ოთხ კონკრეტრულ შემთხვევაზე ფლობს ინფორმაციას, რომელშიც როგორც დეპუტატები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებზეა საუბარი.

“პროკურატურასთან კიდევ ერთხელ გავიმეორე და დავადასტურე, რომ ნამდვილად ვფლობ ასეთ ინფორმაციას გარკვეულ პირებთან დაკავშირებით და ეს პირები არიან პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. მე ვიცი ოთხი საკმაოდ სპეციფიკიური შემთხვევა, თუმცა შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი” – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ მათ შორის კაციცაა.

არიან თუ არა მინისტრები მის სიაში, ბესელია არ აკონკრეტებს.

მეორე თემა, რაზეც ბესელიამ პროკურატურაში ისაუბრა, იყო სასამართლო სისტემაში უკანონო კავშირები. დეპუტატმა პროკურატურას კონკრეტული გვარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები