LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებასთან დიალოგს მე-10 თვეა ვითხოვთ: მაკა ჯახუა რადიო “მწვანე ტალღა”-ს დირექტორი

174
BeFunky-collage

რადიოსექტორის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ „ფორტუნას“ გადაცემის „დღის თემა“ სპეციალურ გამოშვებაში საერთაშორისო გამოცდილებაზე  „მწვანე ტალღა“-ს დირექტორმა მაკა ჯახუამ ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ საგადასახადო შეღავათების სქემებსა და სუბსიდირების ფორმებზე, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწორედ რადიოსექტორის წინაშე მდგარი პრობლემების აღმოსაფხვრელად შემუშავდა. მაკა ჯახუამ საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოების მიერ შეიქმნა სპეციალური საგრანტო მედია ფონდები.

„ჩვენს გვესმის, რომ სხვა არის ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები. მარსიდან არც ჩვენ ჩამოვფრენილვართ. მარტიდან დავიწყეთ არაერთი წერილით მიმართვა. ათი თვეა მოთმინებით ველოდებით.“

მაკა ჯახუამ კონკრეტულ მოთხოვნებზეც ისაუბრა.

„მესმის, რომ ახლა შეიძლება ვიღაც გვისმენს, ფიქრობს, რომ ვიღაც შიმშილობს, საჭმელი არ აქვს, ავად არის და რა დროს რადიოა. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ რადიოებში ხალხი მუშაობს. აქვთ ხელფასები, არჩენენ ოჯახებს. ჩვენ გვაქვს სხვა დატვირთვა. მაგალითად, გორში, 2008 წლის დაბომბვის დროს, გაითიშა სატელევიზიო ანძები და  მხოლოდ ჩვენ გვისმენდნენ. ახლაც ასეთივე ომია, უბრალოდ უხილავ მტერთან. მაშინ რეგიონული რადიოები რომ არა ადამიანები იმ ომის დროსაც ვერ მიიღებდნენ ინფორმაციას.

მაგრამ ომში ყოფნა ხელისუფლებას თავისი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ომში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ხელისუფლებამ სტატეგიულ ობიექტებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. დიალოგის დაწყება სხვადასხვა მიზეზით იდება ხოლმე.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ გაკოტრების წინაშე ვართ. თითქმის ყველა რადიოს ჯამური დავალიანება, დაახლოებით 300-350 ათასი ლარია, რომელსაც თუ ვერ გადავიხდით გავკოტრდებით და ამ თანხას ისედაც ვერ მიიღებს სახელმწიფო.“

რეალურად, დიალოგის დაწყებას ვითხოვთ, იქნებ ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომ არცერთი მხარე დაზარალდეს. რას უპირებენ, ხომ ვერ გათიშავენ სტრატეგიულ ობიექტს? საბოლოოდ მაინც მოუწევთ დაფინანსება“ – განაცხადა რადიო “მწვანე ტალღა”-ს დირექტორმა, მაკა ჯახუამ.

თუ ასე გაგრძელდა, გაკოტრება გარდაუვალია: რამაზ სამხარაძე

არ მსურს აპოკალიპტური სიტუაცია დავხატო, მაგრამ დღეს, რადიოსექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა: გოგა სამუშია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები