LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებას შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ 10 წელი გავიდა, არაფერი გაკეთებულა: ბაჩო დოლიძე

208
3568660a0f67d6462dd60a9a71481f2d

“ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე მმართველი გუნდის სტრატეგიას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ცვლილებებისთვის საჭირო რეალური პოლიტიკური ნება “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია.

“არ არსებობს არანაირი გეგმა, ხელისუფლების მხრიდან არის ერთადერთი მოტივაცია, რომ უბრალოდ გაწელონ დრო, იმისათვის, რომ აკეთებდე ამ ყველაფერს, სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც კიდევ ერთხელ გეუბნებით – არ გააჩნიათ. ხელისუფლებას შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ 10 წელი გავიდა, არაფერი გაკეთებულა, რაზედაც არამარტო ჩვენ ვსაუბრობდით, არამედ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება, და ერთადერთი ამოცანა გაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომფორტი შეუქმნა და მას აყენებ ქვეყნის ინტერესზე მაღლა, რაღა თქმა უნდა ლეგიტიმაცია დაბალი გაქვს, შესაბამისად ნდობა მოსახლეობის მხრიდან რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია და შეძლებ – ძალიან დაბალია,” – აცხადებს დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები