“დილიდან მარნეული არის დაძაბულობის კერა. ხდებოდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერების მობილიზება უბნების გარეთ, ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხარდაჭერებს შორის”,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, მარნეულში სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს და ხელისუფლებას არეულობის შექმნა აქვს განზრახული.
“ეს ყველაფერი გვაგონებს კარგად ნაცნობ სქემას, როცა 2016 წელს მარნეულში გამარჯვებულ აჰმედ იმამყულიევს ძალადობით დამსახურებული გამარჯვება მოპარეს. ყველა წინასაწარი მონაცემით, აჰმედ იმამყულიევი იმარჯვებს მარნეულში. ხელისუფლებას მარნეულში კვლავ განზრახული აქვს არეულობა, დაძაბულობა და ამ გზით ხალხისთვის არჩევანის წართმევა,“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.