LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებას კიდევ ვაძლევთ სამოქმედო დროს, რომ შედეგზე იფიქროს – ეს იქნება თავისუფლება თავისუფლებისთვის! – გახელაძის მეუღლე

60
გახელაძე ბუთხუზი

ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის დღის წესრიგის შეცვლით საქართველოს ხელისუფლებას ეძლევა ვადას, რათა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად იმოქმედოს.

როგორც ირმა ბუთხუზმა განაცხადა, ეს ვადა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოს საპატრიარქოსგან არ მიიღებენ პასუხს, რომელიც ასევე ჩაერთო გახელაძის გათავისუფლების საკითხში.

“ჩვენ არ ვთმობთ! პირიქით, ხელისუფლებას კიდევ ვაძლევთ სამოქმედო დროს იმისათვის, რომ იფიქროს შედეგზე, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს გათავისუფლება. ეს იქნება თავისუფლება თავისუფლებისთვის.”

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ირმა ბუთხუზის თქმით, იგი ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ დასრულდება.

“აქციას დავასრულებთ ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, ამასთან, ოჯახი არ ვაგებთ პასუხს, თუ ვინმე რამეს გააკეთებს.”

ირმა ბუთხუზმა საპატრიარქოს ჩართულობაზეც ისაუბრა, მისი განცხადებით, კონკრეტული პირობა არავისგან მიუღიათ, მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრმა ვერ შეასრულა პირობა.

“ამის მერე, არ მგონია რომელიმე ადამიანმა თქვას, რომ კონკრეტულ ვადაში იქნება წინსვლა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ პატრიარქის სიტყვის წინ ვერ გავივლით, რადგანაც მან გვთხოვა და მოგვიწოდა, რომ სიმშვიდით, იქნებ კიდევ შევძლოთ ამ ყველაფრის მოგვარება” – განაცხადა ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მეუღლემ.

ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებთ დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით  მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის.